2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით ირკვევა, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების თითქმის 80 პროცენტიანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია.
მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.