14 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
წინანდლის მამულში, შვეიცარიული ასოციაციის "Grand Jury Du V-ის" ღვინის სიმპოზიუმის პირველი გასვლითი ღონისძიება გაიმართა

შვეიცარიული ასოციაციის "Grand Jury Du V-ის" ღვინის სიმპოზიუმის პირველი გასვლითი ღონისძიება, წინანდლის მამულში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს აქამდე იტალიაში, კომოს ტბაზე მართავდა.

ღონისძიებაზე, რომლის თანაორგანიზატორი და მასპინძელი წინანდლის მამულია, ღვინის პროფესიონალები ჩამოვიდნენ- სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე ცნობილი "ბორდო გრანდ კრუ-ს" კლასიფიკაციის ღვინოების გარდა, საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების დეგუსტაციაც გაიმართა.

ღვინის მწარმოებელ 20 ქართულ კომპანიას, ღვინის ექსპერტებისა და სტუმრებისთვის, საკუთარი პროდუქციის წარდგენის საშუალება ჰქონდათ. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა სილქ როუდ ჯგუფს ეკუთვნის. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არიან.

დღის ამბები