14 ნოემბერი 2024,   12:15
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში არსებული ვითარება გააცნო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს , საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო.
 
ყურადღება გაამახვილა, ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3- მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
 
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო შეჯიბრების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. აღნიშნა, რომ 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
 
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესსა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძოდ, 2024 წლიდან თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელება დაიწყება, შედეგად, ქვეყანა მიიღებს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტს, რომელიც იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
დღის ამბები