სამუშაო ძალის მაჩვენებლები - საქსტატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გაგრძელდა დასაქმების მზარდი დინამიკა და კვარტალურ ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა. ასევე გაიზარდა სამუშაო ძალა.
მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 67.5 ათასით და მილიონ 373 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით და 15.4 პროცენტს გაუტოლდა.
წლიურად 2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი.