10 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სუს-ის 2016 წლის ანგარიში პარლამენტში - ოპოზიციის კრიტიკა და უმრავლესობის შეფასებები

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში შევიდა. მისი განხილვა ხვალიდან დაიწყება.

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

არ არის გამორიცხული საკითხთა აქტუალობის გამო სხდომის ნაწილი დაიხუროს.

„იქნება შესაძლებლობა დავსვათ კითხვები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის განეიტრალებაზეც მუშაობს უსაფრთხოების სამსახური. მათ შორის ეს არის ტერორიზმის საფრთხეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებები, ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობა, კონტრდაზვერვითი სამსახურის საქმიანობა და ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მწვავე შეკითხვები აქვს უწყებასთან ოპოზიციას, რომელიც სუს-ის მუშაობას აკრიტიკებს.

„სუს-ის ხელმძღვანელობას მოუწევს პასუხი გასცეს მათ შორის იმ პოლიტიკურად მწვავე საკითხებს, სადაც სუს-ი აღმოჩნდა ჩარეული ისე, რომ ეს მისი ფუნქცია კანონიდან გამომდინარე არ იყო,“-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე.

ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა.

„ხშირ შემთხვევაში ეს უწყება ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოიყენება როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი. ვისაუბრებთ უკანონო მოსმენების თემაზე, ზოგადად იმაზე, რომ ერიდება გომელაური ერიდება საქართველოს პარლამენტში მოსვლას და არ სცემს პასუხს იმ კითხვებს რაც დაგროვდა,“- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები