26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
ამერიკის ყველა მოკავშირე ჩინური სათამაშოსავით თავს აქნევს - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინმა ნატოს მოკავშირეები სირიაში შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაციის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია მირს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ამერიკელების მოკავშირეები ჩინურ სათამაშოებს შეადარა.

მისი შეფასებით, ევროპელებმა ტრამპის გადაწყვეტილებას ისე დაუჭირეს მხარი, რომ არც კი დაფიქრებულან რა მოხდა.

„ცოტა ხნის წინ სირიაზე შეერთებული შტატების ავიაიერიშის მოწმე გავხდით. როგორი იყო ნატოს მოკავშირეების რეაქცია? ყველა ჩინური სათამაშოსავით თავს აქნევს. სადაა მტკიცებულება, რომ სირიის ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სამაგიეროდ სახეზეა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ყველა ეთანხმება, თავს უქნევს და მხარს უჭერს,” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები