26 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
ე.წ. საზღვრებთან მცხოვრებთათვის დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს დღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები უნდა გააუმჯობესოს.

„შევაჯამეთ 2016 წლის საქმიანობის ანგარიში და დავგეგმეთ ახალი ღონისძიებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევეხმიანოთ იმ საჭიროებებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან რთულ ზონაში,“ - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები