26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
სირიის საკითხი - ლავროვისა და ტილერსონის შეხვედრა 5 საათს გაგრძელდა

სერგეი ლავროვისა და რექს ტილერსონის შეხვედრა მოსკოვში 5 საათს გაგრძელდა. შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განიხილეს ამერიკის საჰაერო ოპერაციის შემდეგ სირიაში არსებული ვითარება და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ არცერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. რექს ტილერსონი სასტუმროში დაბრუნდა. თუმცა, მოგვიანებით ის სერგეი ლავროვთან ერთად, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მივიდა. პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ტილერსონის განრიგში არ შედიოდა, თუმცა მოგვიანებით კრემლში დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგებოდა.

დღევანდელი მოლაპარაკების შედეგებს ამერიკის და რუსეთის პირველი დიპლომატები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნობენ.

დღის ამბები