ამერიკის მეორე ლედი კარენ პენსი ქარვასლაში, მივიდა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მეუღლე ადგილზე ქართველი მხატვრის, ოლესია თავაძის გამოფენას დაათვალიერებს. ამის შემდეგ, კარენ პენსი უკვე გაემართება სიონის საკათედრო ტაძარში.
მანამდე კი კარენ პენსი დღეს დილიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. კარენ პენსი რამდენიმე პაციენტს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.
„ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი, ვნახეთ ხელოვნების 5 ნიმუში და ვესაუბრეთ ბენეფიციარებს, მინდა აღვნიშნო, რომ ნათია ფანჯიკიძის და თამარის არტ თერაპიის პროგრამა მართლაც შესანიშნავია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან დეპრესიას და არტ თერაპიის დახმარებით, ისინი რეალურად განიკურნენ, წარმოუდგენელი სანახაობაა უყურო, როგორ მუშაობს თითოეული მათგანი. ნათია შესანიშნავს საქმეს აკეთებს,“ - განაცხადა მაიკ პენსის მეუღლემ, კერენ პენსმა.
შეგახსენებთ, რომ 2 საათისთვის დაგეგმილია მაიკ პენსის და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა სიონის საკათედრო ტაძარში. შეხვედრას, კარენ პენსიც დაესწრება.
ამერიკის მეორე ლედის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დამოუკიდებელი პროგრამა აქვს.