18 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი პატრიარქს ხვდება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. 

სიონის საკათედრო ტაძრის ყველა შესასვლელი ჩაკეტილია და მიღებულია საგანგებო ზომები. დამონტაჟებულია უსაფრთხოების ჯებირები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მაიკ პენსი ტაძარს და იმ სიწმინდეებს დაათვალიერებს, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარშია დაცული.

 

დღის ამბები