ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით და ტარიელ მახარობლიძეებსა და ასევე გიორგი რეხვიაშვილს ბრალს ოფიციალურად ცოტა ხანში წარუდგენენ.
მათი ადვოკატის განცხადებით, ისინი ბრალს არ ეთანხმებიან, თუმცა დავით და ტარიელ მახარობლიძეები ადასტურებენ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ე.წ. გლეხოვიჩთან, ნათესაური კავშირი აქვთ.
კურიერისთვის ცნობილია იმ ბიზნესმენები ვინაობა, რომელთათვის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ ბრალდებულებს. ისინი არიან დავით ბუჩუკური და ზაზა ჩიტიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, მახარობლიძეების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავში, ბიზნესმენებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მართლაც შედგა, თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძალვას ადგილი არ ჰქონია.