18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ხანძარი თბილისში - "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა სტამბის ტერიტორიაზე შესვლა შეძლო

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა სტამბის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და სადაც საწყობებია. ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით, 800 კვ.მ. მეტრია დამწვარი. 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე სტამბაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სტამბა "შარავანდის" დამფუძნებელი "კურიერთან" ხანძრის გამომწვევ მიზეზე ზუსტად ვერ საუბრობს, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ცეცხლი იმის გამო გაჩენილიყო, რომ საწყობში ინახებოდა საღებავები, რომელიც შეიცავდა აალებად ნივთიერებას. 

ამ დროისთვის თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე რჩება 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 150 მეხანძრე.

როგორც ცოტა ხნის წინ "კურიერის" პირდაპირ ეთერში სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები