შპს „შარავანდის“ ეზო მეხანძრეებმა უკვე დატოვეს. ტერიტორიაზე, ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადამწვარ ეზოს, ამ წუთებში, სტამბის თანამშრომლები ასუფთავებენ.
როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ხანძარი სპირტის გადამამუშავებელმა დანადგარმა გამოიწვია. შპს „შარავანდის“ ფინანსური დირექტორი, ლადო ჭანტურია კი აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად კომპანიის მარაგები დაიწვა.
„დაიწვა მარაგები კომპანიის, რაც გვქონდა დასაწყობებული. სავარაუდოდ, მოხდა აალება რაღაც დანადგართან დაკავშირებით, იმისგან გადაედო უკვე მარაგებს და გაჩნდა ხანძარი. მოვიდა დახმარება დროულად, მოახდინეს ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ვერ მოხდა ჩქარა ჩაქრობა,“ - აცხადებს ლადო ჭანტურია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე ცნობილი არ არის. უცნობია ასევე, ზარალის ზუსტი ოდენობაც.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.