18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.

მწყემსები ცხინვალის იზოლატორიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გივი ეცადაშვილი და გივი მამისბედაშვილი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი საქონელს აძოვებდნენ. მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ, თუმცა ორივე მათგანი ამ ბრალდებით დააკავეს.

 

დღის ამბები