18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
პრემიები და დანამატები პარლამენტის დეპუტატებისთვის - 6 თვეში დახარჯული 3 მილიონ ლარზე მეტი

დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც მესამე სექტორი აქვეყნებს, 10 მილიონიდან მხოლოდ დეპუტატების დანამატებზე ბიუჯეტიდან 3 მილიონ 249 ათასი ლარი დაიხარჯა. 6 თვეში, 150 დეპუტატის ხელფასი ხალხს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, მათი დანამატები კი ერთი მილიონით მეტი. დანამატები თანაბრად მიიღეს პარლამენტის ყველაზე მდიდარმა და საშუალო შემოსვლის მქონე დეპუტატებმა.

მედიატორის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოველთვიურად ხელფასთან ერთად, ორმაგი ხელფასის დანამატს პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ვიცე-სპიკერი იღებს.  ხელფასის ოდენობის დანამატი ყოველთვიურად პარლამენტში ყველა დეპუტატს ერიცხება, თუმცა 150-დან დაახლოებით მესამედი დანარჩენებთან შედარებით უფრო პრივილეგირებულია, ისინი უფრო მეტ დანამატს იღებენ.

ხელფასზე გაცილებით მაღალ და ხშირად ორმაგ დანამატს იღებენ, ის დეპუტატები, რომლებსაც არც ერთი კანონის ინიცირება არ მოუხდენიათ.

მათ შორისაა "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მხოლოდ გასული წლის დეკემბერში ხელფასის სახით 2761 ლარი, დანამატის სახით კი 4886 ლარი მიიღო, სულ 6 თვეში ყავლაშვილს 26 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა.

სოლიდურ პრემია-დანამატებთან ერთად, 2016 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე პარლამენტში მივლინებებზე 900 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები