18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ამერიკამ შესაძლოა უკრაინას იარაღი რუსეთის მოგერიებისთვის გადასცეს - The Economist

ამერიკამ შესაძლოა უკრაინას იარაღი რუსეთის მოგერიებისთვის გადასცეს - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა  The Economist ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამერიკის დახმარების გაზრდა მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყნის ლიდერები უფრო საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბედზე ახდენენ ფოკუსირებას, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობაზე.

"გასულ კვირას პეტრო პოროშენკომ რადიკალურ ანტი კორუფციულ რეფორმატორს, მიხელ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოდან უმდიდრესმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა განდევნა, რის შემდეგაც სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა რათა პოსტ საბჭოთა დისკომფორტთან ბრძოლა გააგრძელოს" - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ამერიკის მიერ რუსეთის ახალ სანქციებსა და პენსის საქართველოში ვიზიტზეც წერს.

დღის ამბები