ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, დღეს 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელაძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდეც.