18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
წყალზე მდგომი სოფელი დგვარი და ადგილობრივები, რომლებიც ყოველდღიურ საფრთხეში ცხოვრობენ

არაერთი გეოლოგიური დასკვნა ადასტურებს, რომ ბორჯომის რაიონის სოფელიო დგვარი წყალზე დგას. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობის სახლები მეწყერის გამო დეფორმირებულია.

ადგილობრივების თქმით, მეწყერმა საცხოვრებელ სახლებს საძირკველი გამოაცალა და კედლები დაიბზარა. მოსახლეობის ნაწილი კი კედლებს  ბოძებით ამაგრებს. ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას ყველა ხელისუფლება ჰპირდება, ესმით ჩინოვნიკების ლაპარაკი მაგრამ გაკეთებული საქმე აქ თვალით არავის უნახავს.

მეწყერი სოფელ დგვარში მიგრაციის მიზეზად უკვე წლებია იქცა. სოფელში სადაც 400 მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 60 ოჯახი დარჩა.

დღის ამბები