18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვის ინიციატივას მიესალმება

მოძრაობა თეთრი ხმაურის ინიციატივას, რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში მხარს უჭერენ.

მათი განცხადებით, ქვეყნებში, სადაც კარგი ნარკოპოლიტიკაა, მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო დაშვებას არ გულისხმობს.

„ეს კანონპროექტი, რომელიც შეიმუშავა თეთრმა ხმაურმა, არის პროფესიონალურ დონზე მომზადებული, ითვალისწინებს ყველა არსებულ კარგ გამოცდილებას, რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში და ზოგადად თავისუფალ სამყაროში და რაც მთავარია, შეცვლის ამ დრაკონულ, რეპრესიულ და ვიტყოდი, საბჭოთა პრაქტიკას,“ - განაცხადა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, პარტია ევროპული საქართველო მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

„ეს მოითხოვს საკმაოდ საფუძვლიან განხილვას და ასე ვთქვათ, შემდგ ამის დაგეგმვას, თუ როგორ უნდა გატარდეს პოლიტიკა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები