17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
ახალი დეტალები მსახიობ დავით როსტომაშვილის საქმეში - პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ახალი დეტალები მსახიობ დავით როსტომაშვილის საქმეში - კურიერისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ რამდენიმე დღის წინ კიდვე ერთი პირი დააკავა, თუმცა ინფორმაცია არტომ აგაჯანოვის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით კი, აგაჯანოვი ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით აიყვანეს.

„აგაჯანოვი არ უარყოფს, რომ მანქანით მოძრაობდა და მივიდა იმ ადგილას და ასე შემდეგ,“ - აცხადებს არტიომ აგაჯანოვის ადვოკატი, გულსუნდა პოლიაშვილი.

ზურაბ ქუთელიას ადვოკატი, ალექსანდრე კობახიძე, კი აცხადებს, რომ არტიომ აგაჯანოვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რათა მან ხელი ზურაბ ქუთელიას დაადოს.

„აგაჯანოვი იმიტომ დააკავეს, რომ მასზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ ხელი დაადონ ქუთელიას. მან უკვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და თქვა კონკრეტულად, ძალიან ცალსახად, რა იყო, როგორ იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ აღნიშნული არ გაიზიარა და გადაწყვიტა, რომ მაინც ციხეში გაეშვათ ეს პიროვნება, რომელიც მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანია,“ - განაცხადა ალექსანდრე კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები