უბედური შემთხვევა სურამში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს საწინააღმდეგოდ მიმავალი "ნისანის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. დაღუპულები სურამში დასასვენებლად იყვნენ ჩასული. მძღოლი პოლიციაშია გადაყვანილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ გზის ამ მონაკვეთზე ტრაგედიები ხშირად ხდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.