18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ინტოქსიკაციის შემთხვევები და 4 დღის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის განმუხურში დაკავებული 5 პირი

ბოლო 4 დღის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის განმუხურში 5 პირი დააკავეს. ხუთივე მათგანს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გავრცელებაში ედება.

ბოლო დღეების განმავლობაში, გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, სამედიცინო დახმარება Gemfest-ის არაერთ სტუმარს დასჭირდა. ზუგდიდის საავადმყოფომ 6 ასეთი პაციენტი მიიღო. მათგან ერთის - 22 წლის გოგონას გადარჩენა გუშინ ექიმებმა ვერ შეძლეს.

6 პაციენტის შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

კონტროლდება თუ არა მუსიკალური ფესტივალის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება და ვის აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ანაკლიაში მყოფი სამართალდამცველები განმარტებებს არ აკეთებენ. საჯაროდ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათ ადგილზე პატრულირება და უსაფრთხოების დაცვა ევალებათ.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

ამავე თემაზე
დღის ამბები