რუსთავში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ მოხდა. მდინარეში საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.