აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. საკონტროლო გამშვები პუნქტი მხოლოდ 9 აგვისტოს გაიხსნება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მათ მემორიალური ღონისძიებების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.
გამშვები პუნქტები მუშაობას ოთხშაბათს, დილის 7 საათიდან განაახლებენ.