18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური დახვდნენ.

მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით დასრულება მიულოცა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემაც და საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა.

ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში 6 თვის განმავლობაში მონაწილეობდა.

დღის ამბები