ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისწყაროში ხანძარია. ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა.
როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრეა მობილიზებული.
ადგილობრივები ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოშვებას ითხოვენ, თუმცა სააგანეტოში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
როგორც თვითმხილველები "რუსთავი 2"-თან აცხადებენ, ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა.