წიგნში, სახელწოდებით „გმირი“, რომელიც აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი გმირების შესახებ მოგვითხრობს, 201 ჯარისკაცის ისტორიაა აღწერილი.
წიგნი პირველად 2010 წელს გამოიცა. წლების განმავლობაში გმირების ისტორიები რამდენიმე ნაწილად დაიბეჭდა. თუმცა, განახლებულ ვერსიას ავღანეთში დაღუპული ქართველების ისტორიებიც დაემატა.
”გმირის” 300 ეგზემპლარი ქართულ და ინგლისურ ენაზე თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით დაიბეჭდა.
21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი რიგით 201-ე სამხედროა, რომლის ისტორიაც აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ გამოცემულ წიგნში შევა.
„გმირის“ პრეზენტაცია ხვალ, აგვისტოს ომის 9 წლისთავზე გაიმართება.
ავტორი: თაკო სურგულაძე