18 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ახალგაზრდების მსვლელობა რუსეთის ყოფილი საელჩოსკენ ოკუპაციის წინააღმდეგ

რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ თბილისში მსვლელობა მოეწყობა. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საღამოს 8 საათისთვის შეიკრიბებიან და ფეხით რუსეთის ყოფილი საელჩოსკენ გაემართებიან. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას - პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მსვლელობაში ჩაერთონ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ დღეებში რუსეთმა ნახოს, რომ ქართველი ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ ერთსულოვნები არიან.

„ჩვენ ერთად დგომა გვჭირდება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს და სრულიად უმოქმედოა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდით და ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, იმიტომ, რომ სხვა ამას ჩვენ ნაცვლად არვინ და ვერავინ გააკეთებს,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა, ანი კანდელაკმა.

დღის ამბები