18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
გურიაში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და დაღუპულების ოჯახს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანაგრძნობა.

2008 წლის 7-8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მობილიზებული რუსული სამხედრო დანაყოფებისა და ოსი სეპარატისტების პროვოკაციები ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა - აქედან ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.

 

დღის ამბები