ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი სახლის მეორე სართულზე დაიწყო. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დააშავებულა.
ხანძრის შედეგად დამწვარია 40 კვადრატული მეტრი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.