2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, საოკუპაციო ზოლს მიღმა აღმოჩნდა ათეულობით ქართული სოფელი, რომელთა ნაწილი ოკუპანტებმა საერთოდ მიწასთან გაასწორეს. ომის იარები ე.წ. საზღვარს აქეთ დარჩენილ ქართულ სოფლებსაც დღემდე ეტყობათ. მაშინ აქაურებმა რუსული სამხედრო აგრესია საკუთარ სახლ-კარზე გამოსცადეს, 9 წლის შემდეგაც ტერორთან და ოკუპაციასთან ყოველდღიურად უწევთ შეხება.
იმ სოფლების მაცხოვრებლები, რომელიც 9 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილები იყვნენ, ომის პერიოდის ისტორიებს ყვებიან. ისინი 2008 წლის აგვისტოს რამდენიმე დღიანი ომის ქრონოლოგიას იხსენებენ. ადგილობრივები იმ მძიმე წუთებსა და დანაკარგზე საუბრობენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა მათ ოჯახებს მოუტანა.