საპროტესტო მსვლელობა თბილისის ცენტრში. სტუდენტებმა ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს და ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მსვლელობა რუსეთის საელჩოსთან დაასრულეს.
ახალგაზრდებმა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარების არსებობა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია მსვლელობა 6 ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით გაიმართა.
„ეს არის მსვლელობა ოკუპაციის წინააღმდეგ, ეს არის მშვიდობიანი მარში, ეს არის ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო გაერთიანება,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.