18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს - შსს

"ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს," - ამ განცხადებას შსს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ავრცელებს.  

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა.

"რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებენ შსს-ში. 

ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.

ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ. 

დღის ამბები