18 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ნიუ იორკში ქართველებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს ქართველებმა ნიუ იორკშიც. რამდენიმე ათეული ადამიანი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის თავზე გაეროს შტაბ ბინასთან შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები. ისინი ითხოვდნენ, რუსეთის ჯარმა დატოვოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორია.

ქართველაბთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ამერიკის "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც - მათ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. შესრულდა ქართული ჰიმნი.

დღის ამბები