ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეცნობა. ტურიზმის სფეროს კურატორი, მიხაილ ტუტარენკო საქართველოში უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად იმყოფება.
უკრაინის ხელისუფლება იმ მიღწევებითა და შედეგებით არის დაინტერესებული, რასაც საქართველომ ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში მიაღწია.
ვიზიტის ფარგლებში მიხაილ ტიტარჩუკი ბათუმსა და თბილისს დაათვალიერებს, უკრაინელი ჟურნალისტები კი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასალებს მოამზადებენ.
„უკრაინა გრძნობს ძმურ დახმარებას საქართველოსგან იმ კუთხით, რომ ვისწავლოთ თქვენგან, როგორ ვიმუშაოთ ტურიზმის სფეროში მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონი და 500 000 დასაქმებულია ტურიზმის სფეროში, ტურისტების რაოდენობა კი 6-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ვიგებთ, თუ როგორ მოახერხეთ თქვენ იმავე პრობლემით, ოკუპაციის პირობებში, ამ სფეროს ამუშავება,“ - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ტუტარენკომ.