18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
C ჰეპატიტის პროგრამა - „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე და აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დაჯილდოვდნენ

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გადასცა.

„შეხვედრის მიზანი იყო, განგვეხილა ის პროგრესი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში მივაღწიეთ, ასევე ის ძალისხმევა და ინიციატივა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს C ჰეპატიტით დაავადებულთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ეს აჩვენებს, თუ რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს მისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შეგვიძლია საქართველოში განვითარებული მოდელი სხვა ქვეყნებსაც წარვუდგინოთ,“ - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა გრეგ ალტონიმ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოს შეფასებით, პროექტმა 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

დღის ამბები