ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, წყნეთში, აფხაზეთის ქუჩის ტყე-პარკში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივების თქმით, 50-მდე ხეს ძირები აქვს დამწვარი.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ლისზეც დაფიქსირდა და აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება მიზანმიმართულად დამწვარი ხეების საკითხთან დაკავშირებით.
„მიზანმიმართულად არის გადამწვარი ეს ხეები. ასეთი შემთხვევები იყო ლისზე და არა ერთ ადგილას თბილისში. არც ერთხელ ამას არ მოჰყოლია არც რეაგირება და გამოძიება, რატომ მოხდა ეს. არც ზოგადად პოლიტიკის შეცვლა, თუ როგორ მოვუფრთხილდეთ ქალაქში მწვანეს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.