ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალზე განთავსებული ობიექტების მფლობელები Gem Fest-ს ზარალით ტოვებენ.
არტ კაფე ჰოუმი ერთ-ერთია იმ ბარებს და კვების ობიექტებს შორის, რომლებიც ყველაზე ხანგრძლივ ფესტივალს დასრულებამდე, მოგების გარეშე და დაგროვილი გადასახადებით ტოვებენ.
ტურისტების ნაკლებობა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც Gem Fest-ის ტერიტორიაზე განთავსებული კომერციული ობიექტები, ნავაჭრის ნაცვლად, ზარალას ითვლიან. მთავარი ბრალდებები ფესტივალის ორგანიზატორის მიმართ აქვთ.
დახურული ობიექტების მეპატრონეების ნაწილი ფესტივალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას და აუდიტისთვის მასალების გადაცემას გეგმავს.
ბრალდებების მთავარი ადრესატი მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.
ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, უკმაყოფილო ვენდორებს მაკედონიიდან პასუხობს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჯერ გადაუხდელ თანხებს ახსენებს.
ელექტრონული მუსიკის ერთთვიანი ფესტივალი 14 აგვისტოს დაიხურება.