უშედეგოდ დასრულდა გერმანელი ტურისტების ძებნა გუშინ სვანეთში. უშბაზე სამძებრო ღონისძიებები დილიდან განახლდა, რომელშიც სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა გათენებისთანავე განაახლა. სამძებრო სამუშაობში, საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციაც და ძებნას ვერტფრენით განაახლებს.
შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დაადგინონ რომელ მარშრუტზე გადაადგილდებოდნენ დაკარგულები. ტურისტების გაუჩინარების მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მამა-შვილი არიან. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა. უშბა კავკასიონის ქედზე ყველაზე რთულ მწვერვალად ითვლება.