ვაშლიჯვარში ავარიის შედეგად 8 მანქანა დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი 7 მსუბუქ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოქალაქეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
პირველადი ინფორმაციით, ავარია სატვირთო მანქანის მუხრუჭის გაუმართაობის პრობლემამ გამოიწვია.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.