ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ამწეს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ავტომობილი ჩარხისწყლის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, 38 წლის მძღოლი დაშავდა. ის ბორჯომის კლინიკაშია გადაყვანილი.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.