დღეს იწურება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა. 35 ათასი აბიტურიენტიდან, ამ ეტაპზე საკუთარი შედეგი 400-მდე პირმა გააპროტესტა. პარალელურად, დღესვე სრულდება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანაც.
ახალგაზრდებს საღამო 6 საათამდე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები ინტერნეტის საშუალებით. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ.