მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ავჭალაში.
თენგიზ გიორგაძე ამომრჩევლებს თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გააცნეს.
22 წლის თენგიზ გიორგაძე ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იყო.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ზუსტად თვალი და ყური ავჭალის, თბილისის საკრებულოში და იმ ძალიან დიდ და ბევრ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც დღეს ავჭალის მოსახლეობას აწუხებს,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.