როგორ უნდა აირიდოს თავიდან საქართველომ მიწის დეგრადაცია - ამ თემაზე მსჯელობა გამართა ეროვნულმა სამუშაო ჯგუფმა. მასში სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. გაეროს მიერ მხარდაჭერილ პროგრამაში, რომელიც გაუდაბნოებასთან და მიწის დეგრადაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, საქართველოც აქტიურად არის ჩართული.
“მიწის დეგრადაცია საქართველოსთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოადგენს უმწვავეს პრობლემას, სწორედ ამიტომაც გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციამ შექმნა ახალი მიდგომა, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი, რომლის მიღწევაშიც საქართველოც ჩაერთო, სხვა ქვეყნებთან ერთად,“ - განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ.