სამედიცინო საქველმოქმედო აქცია ქარელის რაიონში. „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმებმა მოსახლეობა უფასოდ გასინჯეს.
პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს.