18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
პრემიერმინისტრმა საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. წელს განათლების სამინისტრომ 5 დისციპლინაში - მათემატიკა, ინფორმატიკა და ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიაში წარადგინა ნაკრები გუნდები. ქართველმა მოსწავლეებმა 14 მედალი ჩამოიტანეს. 

“მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვუყურებ და უდიდესი წარმატებაა როდესაც, ამდენი ახალგაზრდა საერთაშორისო ოლიმპიადებიდან, ამდენი მედლით ბრუნდება. წელს როგორც მითხრეს, ორჯერ მეტი მედალი მოვიპოვეთ, ვიდრე შარშან და შარშანწინ ერთად,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები