18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
მგლებისგან დაგლეჯილი პირუტყვი - მტაცებლების პრობლემა კიდევ 4 სოფელს აქვს

მგლებისგან დაგლეჯილი პირუტყვი სოფელ დიდველაში. მტაცებლის შემოსევა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მგლები უკვე ტყისგან მოშორებით, საცხოვრებელ სახლებსაც მიუახლოვდნენ.

ბოლო ერთ თვეში მგელმა შვიდი სული პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივებისთვის მესაქონლეობა შემოსავლის მთავარი წყაროა, ამიტომ ჩივიან, რომ მტაცებლის მოკვლის უფლება არ აქვთ.

ადგილობრივებმა დღეს ამ თემაზე გამგებლის წარმომადგენლებთან იკამათეს. გამგებლის წარმომადგენლის განმარტებით, მგლების საწინააღმდეგოდ გარემოს დაცვის სამინისტროს დავალებით, მონადირეებმა რეიდი ორჯერ ჩაატარეს. თუმცა, სოფლის მცხოვრებლების თქმით, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

გარემოს დაცვის სამინისტრო კი პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან, მათი განმარტებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, რომელიც მტაცებლების დახოცვას სწორედ მუნიციპალიტეტს ავალდებულებს.

სოფელ დიდველის მცხოვრებლების თქმით, მტაცებლების პრობლემა კიდევ 4 სოფელს აქვს, რომლებსაც საერთო ტყე ესაზღვრებათ.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები