18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
თიანეთში თიანეთობის დღესასწაულს ზეიმობენ 

თიანეთში სახალხო ზეიმია. თიანეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მზადება მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო. თიანეთის დღესასწაულზე, თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთის სამების საკათედრო ტაძრის კურთხევა და ჯვრის აღმართვა შედგა.

ღონისძიებას პრემიერმინისტრიც დაესწრო.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად გაისეირნა. დღესვე პარკში, დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო ღონისძიებები.

დღესასწაულთან დაკავშირებით, თიანეთში გამოფენილია სამუზეუმე ექსპონატები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ხალხური ნიმუშები.

დღის ამბები