18 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
დიდგორობის აღნიშვნა - დიდგორის ველზე საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ

დიდგორობის ისტორიული თარიღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო და არაერთი სანახაობა შეთავაზეს მისულ სტუმრებს. პრემიერმინისტრმა საქართველოს გაერთიანების პირობა დღეს დიდგორში, ცნობილი ომის 896-ე წლისთავზე დადო.

მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დიდგორის ველზე დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ.

ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, რეწვის ნიმუშები, ტიხრული მინანქარი, - ეს ყველაფერი დღეს დიდგორის ველზე შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს. დიდგორობა 2017 წელს ტურისტებიც დაესწრნენ.

დღესვე დიდგორის ჯვრის მედლებით საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები