მომღერალი, მუსიკოსი და პოეტი, რომლის შემოქმედებას წლების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მსმენელი ჰყავს - ლეგენდარული ქართველი ავტორ-შემსრულებლის, ირაკლი ჩარკვიანის, საკონცერტო ისტორია გრძელდება. ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს ამჯერად ახალგაზრდა მომღერლები და განსხვავებულ ჟანრში მოღვაწე ჯგუფები, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შეასრულებენ.
20-მდე სიმღერა, სიმფონიური ორკესტრი სოლისტები და ჯგუფები, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური ისტორიის ახალი თავის შესაქმნელად შეიკრიბნენ.
კონცერტის მასპინძელი 15 აგვისტოს Black Sea Arena იქნება.